ქუთაისის ,,ტორპედო'' მატჩისთვის აკადემიის ფეხბურთელებით ემზადება

17 ოქტომბერი 2019, 11:40 2028 ნახვა

ქუთაისის "ტორპედო" ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩისთვის მზადებას აკადემიის ახალგაზრდა ფებურთელებით განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. როგორც განცხადებაში წერია, 19 ოქტომბერს “ტორპედო” წყალტუბოში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ფარგლებში, “საბურთალოს” უმასპინძლებს.

გამომდინარე იქიდან, რომ მთავარ გუნდს ვარჯიში არ განუახლებია, სამწვრთნელო შტაბი იძულებულია მოახლოებულ მატჩში მოედანზე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელები გამოიყვანოს. რეგლამენტის თანახმად, კლუბს მატჩის განაცხადში მეორე გუნდიდან მხოლოდ 5 ფეხბურთელის შეყვანა შეუძლია. შესაბამისად, “საბურთალოსთან” მატჩისთვის 17 და 19-წლამდე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებიც ემზადებიან," - წერია "ტორპედოს" განცხადებაში.

ქუთაისის "ტორპედოში" მიმდინარე სეზონში სერიოზული ფინანსური პრობლემებია, რის გამოც გუნდიდან შუა სეზონში წამყვანი მოთამაშეები წავიდნენ. გასულ კვირას კი ,,ტორპედოს’’ კაპიტანმა როინ კვასხავძემ განაცხადა, რომ სიტუაცია საბოლოოდ დამძიმდა და ბაზაზე მცხოვრებ ფეხბურთელებს უკვე კვებაც აღარ აქვთ.

 

-

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი