აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა

16 ოქტომბერი 2019, 18:33 1340 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს კანდიდატებთან ორდღიანი გასაუბრება დასრულდა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ შექმნილმა კომისიამ 19 პირიდან სასურველი კანდიდატები უნდა შეარჩიოს, შემდეგ კი ამ სიას ისინი უმაღლეს საბჭოს დღესვე წარუდგენენ.

კენჭისყრა ფარულია. სხდომა დახურულ კარს მიღმა საათზე  მეტხანს გაგრძელდა.  ამის შემდეგ უმაღლესი საბჭო 4 კანდიდატს შეარჩევს 2-ს ქართული ოცნება, 1-ს ნაციონალური მოძრაობა და 1 დამოუკიდებელი დეპუტატები. უმაღლესი საბჭო მრჩეველთა საბჭოს 4 წევრს 6 წლის ვადით აირჩევს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი