"პაჩებნიკების" შემდეგ "სალნიკებმა" უმტყუნა - 7 დღიან უწყლობაზე და ქობულეთის მერიის განმარტებაზე

15 ოქტომბერი 2019, 13:05 1479 ნახვა

"პაჩებნიკების" შემდეგ "სალნიკებმა" უმტყუნათ - მოქალაქეები ამბობენ, რომ 7 დღის უწყლობის მიზეზად, მუნიციპალიტეტში ამას ეუბნებიან.   

''შვიდი დღეა სოფელში წყალი არ გვაქვს, რომ ვიკითხეთ, გვითხრეს  ნაწილი არის დაზიანებულიო და ველოდებით ახლის ჩამოტანას თბილისიდანო. ჩამოიტანეს, დაამონტაჟეს და აღმოჩნდა, რომ ახლა სხვა დეტალია დაზიანებული, "სალნიკებმა" გაუშვაო... მთელი სოფელი შევიკრიბებით და ჩავალთ ქობულეთის გამგეობასთან,  გავმართავთ აქციებს, მთავრობაა დამნაშავე'' -  გვეუბნება ნათელა შაინიძე. 

მერიაში ამბობენ, რომ ტუმბო უკვე შეკეთებულია და წყალი მალე მოვა.  

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში