უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიებში უსკოს წარმომადგენლის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსს აცხადებს. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობის მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტაცია 8 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. ბათუმის 79-ე და ხულოს 84-ე საოლქო საარჩევნო კომისიებში აირჩევა არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა. ქობულეთის 81-ე და ხელვაჩაურის 83-ე საოლქო საარჩევნო კომისიებში უმაღლესი საარჩევნო კომისია თითო კანდიდატს ირჩევს.