რამდენი წლიდან შეძლებთ გახდეთ მძღოლი? - კანონში მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება

14 ოქტომბერი 2019, 15:20 6374 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლითაც მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება. 

სამინისტროში მიაჩნიათ, რომ 17 წლის მოქალაქე არ უნდა იღებდეს მართვის მოწმობას. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის ასაკი 18 წლიდან განისაზღვრა. 

კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის სავალდებულო ხდება მოპედის და კვადროციკლის მართვის მოწმობების აღებაც.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მთავარი არა ასაკის განსაზღვრა, არამედ ავტოსკოლების ლიცენზირებაა. 

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ პრობლემა გამოცდის ფორმაშია: „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი