მოპედების მძღოლებისთვის მართვის მოწმობა აუცილებელი ხდება

03 ივლისი 2019, 21:35 4930 ნახვა

ცვლილებებია დაგეგმილი საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში. მიზნად უსაფრთხოება და ახალგაზრდების ავტოავარიებისგან დაცვა სახელდება. კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ ავტომობილის მართვის მოწმობას 17 წლის პირები ვეღარ აიღებენ. ამასთან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის სავალდებულო ხდება მოპედის და კვადროციკლის მართვის მოწმობების აღება.

მოკლედ, შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია „AM“, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს. არსებულ კატეგორიებს ასევე ემატება „A2“ ქვეკატეგორიაც, რომელიც მოიცავს მოტოციკლს შესაბამისი სიმძლავრით.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში