მტვერი და ხმაური საცხოვრებელ სახლებთან რამდენიმე მეტრში. ხელვაჩაურში, ოპიზრების ქუჩის მცხოვრებლები, მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ, ითხოვენ ამ ტერიტორიიდან განსახლებას და კომპენსაციას.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში მათ დაკმაყოფილებას არ ჩქარობენ, საკითხს სწავლობენ და დარღვევების შემთხვევაში ოჯახებს მდგომარეობას ინდივიდუალურად შეისწავლიან.