სირიის საზღვრისპირა ქალაქები კვამლშია გახვეული, მოქალაქეები საკუთარი სახლებიდან გარბიან

11 ოქტომბერი 2019, 15:13 2575 ნახვა

სამხედრო ოპერაციის მესამე დღეს, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა და  არტილერიამ  ქურთი ამბოხებულების სამიზნეებზე მიიტანეს დარტყმები. 

თავდასხმების შედეგად დაღუპულია ასობით ადამიანი,   საბრძოლო მოქმედებების რაიონებიდან ათობით ათასი მოქალაქე გარბის, ხოლო ვაშინგტონის ისტებლიშმენტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოდის. 

სირიის საზღვრისპირა ქალაქები თელ-აბიადი და რას- ალაინი  კვამლშია გახვეული.  საჰაერო იერიშების გარდა ქალაქებში სროლის ხმაც ისმის. ქალაქ რას ალ აინისკენ  მოძრავი 20 დაჯავშნული ავტომობილი შენიშნეს, რომელშიც სირიელი ამბოხებულები ისხდნენ.  ისინი ალაჰ აკბარ ყვიროდნენ  და დროშებს  აფრიალებდნენ.  თურქეთის თავდაცვის სამინისტროს  განცხადებით,  თურქი სამხედროებისა და მათი სირიელი მოკავშირეების ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია 49 ქურთი ბოევიკი.  უწყების მონაცემებით, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან  სულ 277 ბოევიკია მოკლული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში