ქობულეთის შემოვლით გზაზე კიდევ ერთი ავარია მოხდა, კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში ამ გზის ცალმხრივად ქცევის აუცილებლობა.
მოქალაქეები უსაფრთხოების მიზნით ითხოვენ გზა ცალმხრივი გახდეს, ისე როგორც ქუთაისის შემთხვევაში მოხდა, რადგან ამბობენ, რომ დაშვებული სიჩქარე ორზოლიან გზაზე მაღალ რისკებს ქმნის.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი კომენტარს არ აკეთებენ, სატელეფონო საუბრისას აქცენტს მძღოლების შეცდომებზე აკეთებენ და პასუხისმგებლობას სრულად იცილებენ.