ყაზანის “რუბინმა” სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო წაშალა სადაც საქართველოს რუკა სრულად ჰქონდა გამოსახული

08 ოქტომბერი 2019, 09:44 2707 ნახვა

7 ოქტომბერს, სოციალურ ქსელებში, Twitter-სა და Instagram-ზე ყაზანის “რუბინის” ოფიციალურ გვერდებზე სურათი გამოქვეყნდა, რომელიც გუნდის ქართველი ფეხბურთელების საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში გამოძახებას ეხებოდა.

სურათზე  რუკა გაერთიანებული საქართველოს სახით იყო წარმოდგენილი, რამაც ქართველი გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურა, თუმცა მოგვიანებით, “რუბინის” გვერდებზე აღნიშნული ფოტო წაიშალა.  საქართველოს რუკა პოსტერზე აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ერთად იყო.

საქართველოს 19 წლამდელთა  ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულია ყაზანელების ორი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი.

რუსული პრემიერ-ლიგის მე-12 ტურში ,,ტამბოვთან’’  მატჩში ზურიკო დავითაშვილმა ლამაზი გოლი გაიტაან და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსიც მოიპოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში