ბათუმი პირველად ისტორიაში, 6- 10 ოქტომბერს ასაკობრივ კატეგორიებში, საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლებს. დღეს ჩემპიონატის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. გათამაშება „ბათუმის დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე აიღებს სტარტს.
„აჭარა თასი 2019“-ზე პირველობისთვის ევროპის ტოპ საბავშვო გუნდები იბრძოლებენ. ესენია : ბაბელსბერი გერმანია, პსვ ეინთჰოვენი, ვალენსია ესპანეთი, დუბაის ესპანური საფეხბურთო სკოლა, დინამო ბათუმი, დინამო თბილისი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გუნდები და საბურთალოს აკადემია.