მშვილდოსნობაში აჭარის 25-ე საერთაშორისო ტურნირი დაიწყო. ჩემპიონატი ანგისის სასროლეთში სამ დღეს გაგრძელდება და მასში 9 ქვეყნის: პოლონეთის, ლიეტუვას, ყაზახეთის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და საქართველოს 67 სპორტსმენი ასპარეზობს.
ტურნირის დასრულების შემდეგ, სპორტისა და ახალგაზრდობის დაფინანსებით აჭარიდან სამი სპორტსმენი: ხათუნა ნარიმანიძე, თიკო ფუტკარაძე და ნანა მახარაძე ყაზახეთში 44-ე საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრებიან.