„შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ“- პრეზიდენტი შეწყალების საქმეზე არ საუბრობს

05 ოქტომბერი 2019, 18:30 1328 ნახვა

,, შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ”- ასეთი პასუხი გასცა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების სკანდალური სიასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ამ  საკითხზე განმარტების მიცემის ვალდებულება არ აქვს. არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში მსჯავრდებულის ციხიდან გათავისუფლებაზე გვითხრა, რომ "  არ არის ასე".

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულების, მათ შორის მკვლელობაში, ყაჩაღობაში, ქურდობასა და ნარკოდანაშაულში გასამართლებულების შემდეგ პრეზიდენტმა არასრულწლოვანთან სექსუალურ  ძალადობაში  მსჯავრდებული პირიც  შეიწყალა. ინფორმაცია ,,რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა. 

გამოცემის თანახმად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მათ მიაწოდა სია  სისხლის სამართლის კოდექსის თუ რომელი მუხლებით გასამართლებული პატიმრები შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა. ჩამონათვალში აღმოჩნდა  სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გასამართლებული ბრალდებულიც. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი