35 წარჩინებული პედაგოგი დააჯილდოვა დღეს განათლების სამინისტრომ. მათ სიმბოლური საჩუქრები პროფესიულ საქმიანობაში შეტანილი დამსახურებისთვის გადაეცათ.
სულ რამდენიმე საათში, დღესვე გაირკვევა ვინ გახდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელიც. ამ სტატუსისთვის იბრძვის ბათუმელი მაი მენაბდე, რომელიც 5 ფინალისტს შორისაა.