ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოსთან მოქალაქემ თავის დაწვა სცადა

04 ოქტომბერი 2019, 20:55 6707 ნახვა

ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოსთან მოქალაქემ თავის დაწვა სცადა. გია წულუკიძე, გვიყვება, რომ სხეულზე საწვავი გადაისხა, პოლიციის ჩარევის შემდეგ კი პროტესტის უკიდურეს ფორმაზე დროებით უარი თქვა. იგი პოლიციის განყოფილებაში გუშინ გამოკითხეს.

პროტესტის მიზეზად მოქალაქე სოციალური შემწეობის მოხსნას ასახელებს, ამბობს, რომ სამუშაოს ვერ პოულობს, ბოლო პერიოდში მისთვის განკუთვნილი 60-ლარიანი შემწეობა კი მოუხსნეს. სააგენტოში მიზეზად შრომისუნარიანობას ასახელებენ. მძიმე სოციალურ პირობებში, ქვეყანაში არსებული უმუშევრობის ფონზე, რეალობის წინაშე დარჩენილი მოქალაქე და სახელმწიფოს როლი, თუ სამსახურების უმოქმედობა...

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი