ბათუმის ბულვარის "გედების ტბაზე" 200 -მდე ფრინველი ბინადრობს.

მათი უმეტესობა თუთიყუში და წყალმოცურავე ფრინველია.

ზოოკუთხეში 4 სახეობის, დაახლოებით, 70 თუთიყუშს შეხვდებით.

ზოოკუთხეს რამდენიმე დღის წინ ახალი ბინადრები, 9 ციცრის წიწილა შეემატა.

ვარხვი, გედები, იხვები, ტბაზე 100-ზე მეტი წყალმოცურავე ფრინველი ბინადრობს. ჰყავთ ფარშევანგები და ციცრებიც.

აქ ხმელეთისა და წყლის კუებსაც შეხვდებით. ზოოკუთხეში 6 ხმელეთის და 4 წყლის კუ ჰყავთ.

ზოოკუთხეში ფრინველების მოვლის გარდა, სელექციურ მუშაობასაც ეწევიან და ახალ ბინადრებს ამატებენ.

ბულვარის "გედების ტბის" ზედამხედველი ამბობს, რომ მოსახლეობა ზოოკუთხით ხშირად ინტერესდება, მოდიან კონსულტაციებისთვის, ასევე ინტერესდებიან ფრინველთა მოვლა-პატრონობით. მისივე თქმით, მომავალ წელს ზოოკუთხეს, შესაძლოა, ახალი ბინადარი, თეთრი ფარშევანგი დაემატოს.
ფოტოები: მაგდა ჯაიანი