ე.წ. ''თერგის'' ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

02 ოქტომბერი 2019, 14:55 1053 ნახვა

ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია დაახლოებით 250 კვ.მ ფართი. ცეცხლი შედეგად არავინ დაშავებულა. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი შერეული საქონლის საწყობს გაუჩნდა.

მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 80-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების  ან განადგურების მუხლით მიმდინარეობს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი