1726 ქურდობა 30 დღეში

02 ოქტომბერი 2019, 11:36 4767 ნახვა

მხოლოდ აგვისტოს თვეში საქართველოს მასშტაბით ქურდობის 1726 ფაქტი მოხდა.  ამათგან გახსნილია 175. 

250 შემთხვევაში ქურდობა მოხდა ბინაში შეღწევით, 230 შემთხვევაში კი საცავში ან სადგომში შეღწევით.

30 დღეში საქართველოში ძარცვა მოხდა 41-ჯერ, აქედან გახსნილია 18 ფაქტი.

აგვისტოში საქართველოში ყაჩაღობას ადგილი ჰქონდა 22-ჯერ.

30 დღეში თაღლითობის - 103, გამოძალვის - 9 , ნივთის დაზიანების - 159 ფაქტი გამოვლინდა. 

სულ საკუთრების წინააღმდეგ აგვისტოში 2185 დანაშაული ჩაიდინეს.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებს. საქართველოში 151 დღეში საკუთრების წინაღმდეგ სულ 11 730 დანაშაული ჩაიდინეს, რაც წინა წლის იდენტურ პერიოდთან შედარებით 2000-ით მეტია. აქედან ქურდობის 9 263 შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი