სწორედ ლარის ანტირეკორდია ერთ-ერთი ფაქტი, რის გამოც საზოგადოების ნაწილი მოქმედი ხელისუფლების მმართველობას აკრიტიკებს და მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ამ 7 წლის განმავლობაში მათი ცხოვრება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
ნაწილი ამბობს, რომ ამ ხელისუფლებამ მათ მისცა საშუალება თავისუფალი მიმოსვლის, თუმცა კვლავ ასახელებენ გადაუჭრელ პრობლემად უმუშევრობას და სიღარიბის დაძლევას.
როგორ აფასებს ხალხი 7 წლიან პერიოდს, უფრო მეტი მარცხი თუ გამარჯვება? რა მოიტანა „ქართული ოცნების“ მმართველობამ?