სიღნაღში, სასტუმრო-რესტორან ნიკალაში ხანძარი იყო. შენობიდან მოქალაქეების ავაკუაცია განხორციელდა. ცეცხლი თავდაპირველად შენობის სახურავზე გაჩნდა. სასტუმროში კი, ძლიერი დაკვამლიანება იყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.