ერთ კვირაში ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს. ორი დღით ევროპის მოედანზე აჭარის სოფლებისთვის დამახასიათებელი თავისებურებები იქნება წარმოდგენილი.
დაგეგმილია სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, შეჯიბრებები და მასტერკლასები. ფესტივალი 2015 წლიდან ტარდება და მისი მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაციაა.