მოსთხოვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელიას მოსამართლეობის კანდიდატების ნაწილის მხარდაჭერა?

27 სექტემბერი 2019, 15:05 1331 ნახვა

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების მოსმენა პარლამენტში გრძელდება, პარალელურად კი არ კარგავს აქტუალობას  ცნობილი ,,დეკემბრის სია“, რომელიც სწორედ კანდიდატთა შემადგენლობას ეხება. სკანდალური სიის შესახებ დღეს მორიგი განცხადება გააკეთა ეკა ბესელიამ.

აცხადებს, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა 5 მოსამართლე მაინც გაგვეყვანა 10-კაციანი სიიდან, ამავე შეხვედრას კი მისივე თქმით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა.

ცნობისთვის ბესელია ,,ქართული ოცნების“  რიგებს 7 თვის წინ იმის გამო გამოაკლდა, რომ უმრავლესობამ 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, მხარი არ დაუჭირა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი