ვის სურს მრჩეველთა საბჭოს წევრობა? სრულ სიას უმაღლესი საბჭო ამ დრომდე არ ასაჯაროვებს. სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი ვინ შეიტანა განცხადებები. რაც შეეხება პროცედურებს, უმაღლეს საბჭოში კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც 5 დღის ვადაში გადაარჩევს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველთა დოკუმენტაციას. განახცადების მიღების ვადა გუშინ 12 საათზე ამოიწურა.
უმაღლესმა საბჭომ სულ 4 კანდიდატი უნდა შეარჩიოს, მათ შორის ორს წარადგენს ფრაქცია ,,ქართული ოცნება“ ერთს ,,ნაციონალური მოძრაობა“ და ერთს ფრაქციის მიღმა დარჩენილი პარტიები. ოთხ მრჩეველს - ნატა იმედაიშვილს, გიორგი ირემაძეს, ირაკლი დარცმელიძესა და ბეჟან გობაძეს უფლებამოსილების ვადა რამდენიმე კვირაში ეწურებათ.
რაც შეეხება გიგა ჩხარტიშვილს, ის მრჩეველთა საბჭოს წევრად 2018 წლის 1 ნოემბერს აირჩიეს.