საზღვაო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

27 სექტემბერი 2019, 10:56 5344 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

წელს აკადემიას 570  სტუდენტი შეემატა. სწორედ ამდენი ვაკანტური ადგილი იყო  2019-2020 სასწავლო წლისთვის აკადემიაში.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია  აღჭურვილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

აკადემიაში სწავლა ორი მიმართლებით ხორციელდება. ესენია: საზღვაო-საინჟინრო და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი. ამჟამად აკადემიაში დაახლოებით 3000 სტუდენტი სწავლობს.

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი