სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში 

26 სექტემბერი 2019, 20:05 1354 ნახვა

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში და დაგეგმილი სოლიდარობის აქცია ეკა ბესელიას მხარდასაჭერად. აქციაზე რამდენიმე წუთში მანამდე კი ინციდენტი - ბესელიას გაღიზიანება ზარდიაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რა დროსაც, მან “ბესელიას მორალი” ნეგატიურ კონტექსტში ახსენა.  „პასუხისმგებლობას ივანიშვილს ვაკისრებ” ამბობს ბესელია.  შემთხვევა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა სადაც უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლე კანდიდატს უსმენდნენ.

სწორედ ამას უკავშირებენ ზარდიაშვილის ქმედებას დამოუკიდებელი დეპუტატები. ამბობენ, რომ კანდიდატი რთული კითხვების გამო რთულ მდგომარეობაში იყო, ჩინჩალაძის კლანმა კი ამ ფორმით „გადაარჩინა.“ სხვათაშორის, ისევე როგორ სხვა კანდიდატებს მოსამართლე მირანდა ერემაძესაც შეახსენეს დღეს წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის ისეთი გახმაურებული საქმეები, რომლებიც საერთაშორისო ანგარიშებში მოხვდა. მასაც ჰკითხეს იყო თუ არა ზეწოლის მსხვერპლი წარსულში, ან არის თუ არა ახლა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი