ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს პაციენტებს... 1 ლარიანი წამლების ამბავი /მოქალაქის წერილი/

26 სექტემბერი 2019, 15:59 6266 ნახვა

ბათუმელი კარდიოლოგი, ზეინაბ დიასამიძე, სოციალურ ქსელში იმ პროექტს აკრიტიკებს, სადაც ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ექიმის დანიშნულების შემდეგ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ერთ ლარად მისცემდნენ ძვირადღირებულ მედიკამენტებს. 

ექიმი ბოდიშს უხდის პაციენტებს, რადგან იმ ორ აფთიაქში, სადაც პროგრამის ფარგლებში უნდა გაიცეს მედიკამენტები, წამლები არ აქვთ. 

"ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს პაციენტებს...  საზოგადოებას....  ბოდიში კი იმისათვის, რომ 1 ლარიანი წამლების დაანონსებული მარათონის ''სიღრმეებს'' ვერ ჩავწვდი... თანაც შვებულებაშიც ვიყავი და ყველა ის მრავალრიცხოვანი ბენეფიციარი, რომლებიც ზოგი სოფლებიდან, გარეუბნებიდან, ქალაქიდან მოდიოდნენ ჩვენთან და სულისშემხუთველ რიგებში იდგნენ, რათა რეცეპტები და ე.წ. ''ვიზა ''მიეღოთ 1 ლარიან წამლებზე.. დაღლილები უკმაყოფილებასაც კი არ გამოხატავდნენ გრძელ რიგში დგომისათვის....

არ დაგიმალავთ ჩვენი ექიმების კისერზე ტყდებოდა ყველაფერი ეს,  თუმცა ჩვენაც კმაყოფილები ვიყავით ხელისუფლების ამ ''კეთილშობილური'' ჟესტით... ამ გაპარტახებულ, გამათხოვრებულ ქვეყანაში, დაავადებულ ადამიანებს თუკი იმედის ნაპერწკალი გაუჩნდათ...ვიღაცის მხრიდან ზრუნვის ნაპერწკალი... ((((
შვებულებიდან დაბრუნებულს გაბითურებული პაციენტების პრეტენზიები დამხვდა,  იმ 2 აფთიაქში, რომელიც ქალაქის გარეუბანშია და სადაც ისედაც შეჭირვებულმა ადამიანებმა კიდევ ტრანსპორტის თანხაც უნდა გადაიხადონ, რიგში დადგნენ და იქ მისულებს პასუხობენ – წამალი არ გვაქვს და არც გვექნებაო...
რა არის ეს?!
ჰეი თქვენ...ტრიბუნებთან მდგომნო... სკამებზე მსხდომნო!... თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?!
მაძღრად ხართ და 1 ლარიანი წამლები არ გჭირდებათ?!
დაგჭირდებათ!!!...გპირდებით!!!
სულ მალე!!!!!!!!!!!!!!!! 

 

ამ თემაზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთი კვირის წინ წერდა - ერთლარიანი მედიკამენტების მარაგი ამოწურულია

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი