თეა წულუკიანის თქმით, შეწყალებულთა სიაში ქურდობისა და ყაჩაღობისთვის გასამართლებულებიც არიან 

23 სექტემბერი 2019, 12:39 1479 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ პირებს შორის არიან, როგორც ნარკოდანაშაულის მუხლით გასამართლებული პირები, ასევე ქურდობისა და ყაჩაღობისთვის  მსჯავრდებულებიც. 

თეა წულუკიანმა დღეს ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ნელ-ნელა საზოგადოებისთვის უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. 

იუსტიციის მინისტრი ფიქრობს, რომ გამოძიების მიმდინარეობის დროს დამატებითი კომენტარების გაკეთება არასწორია და პროცესების მიმდინარეობას უნდა დააკვირდნენ. 

''როდესაც ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს, როგორც მე, ასევე თქვენ უნდა დავაკვირდეთ ამ პროცესს. წინააღმდეგ შემთხვევაში კომენტარი ან უადგილო ან არასწორი იქნებოდა'' - განაცხადა მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე: სულ რამდენი ნარკორეალიზატორი შეიწყალა პრეზიდენტმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ ზუსტ რიცხვს ვერ იტყოდა. 

''​რიცხვს ვერ გეტყვით, მაგრამ იქ არის 260 მუხლით, ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულები. არის ქურდობის და ყაჩაღობის მუხლებიც. ეს ყველაფერი ალბათ ნელ-ნელა საზოგადოებისთვის უფრო დეტალურად გახდება ცნობილი. მოქალაქეებს ზოგადი ინფორმაცია უკვე აქვთ'' - განაცხადა მინისტრმა. 

სალომე ზურაბიშვილმა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შეწყალების აქტს, რომლის მიხედვითაც საპატიმრო ნარკორეალიზატორმა დატოვა. გარდა გათავისუფლებისა, მსჯავრდებულს  პირობითი სასჯელიც შეუმცირდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი