მსოფლიო საერთაშორისო წყლის მონიტორინგის დღესთან დაკავშირებით, შპს „ბათუმის წყალმა“ სათავე ნაგებობაზე და წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე მედია ტური გამართა. ჟურნალისტებმა დაათვალიერეს ჩაისუბნის წყლის სათავე ნაგებობა, ინჯალოს წყლის რეზერვუარი და ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები.
გაეცნენ წყლის ბიოლოგიური დამუშავების ზღვაში ჩადინების პროცესს.