„არა ცათამბჯენებს რივიერაზე” - საპროტესტო აქცია

19 სექტემბერი 2019, 18:06 1224 ნახვა

„ჯერ კიდევ არ არის გვიან ძველ ბათუმს შევუნარჩუნოთ სანაპირო. ჯერ კიდევ რივიერას გახსნილი სივრციდან ზღვის ჰაერი მთისას უკავშირდება და ქალაქი ნიავდება, ჩვენ კი ვსუნთქავთ.

საკმარისია კედელი, რაც ქალაქსა და ზღვას შორის აღმართეთ” – საინიციატივო ჯგუფის წევრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეაჩერონ  ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობა.

ასევე ითხოვენ ხელისუფლებამ შეაფასოს ის ეკოლოგიური საფრთხეები, რომლებიც ბათუმს ემუქრება ამ მშენებლობით.

მერიასთან აქციის მონაწილეებმა შეკრება ერთი საათის წინ დაიწყეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი