ვაიბერი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საკუთარი გამოსახულებისგან სტიკერები შექმნას. ემოციები შეგიძლიათ ინდივიდუალურად, თქვენთვის დამახასიათებელი მიმიკითა და ჟესტიკულაციით გააკეთოთ. ამისთვის ბევრი შრომა არ დაგჭირდებათ, თუ გაქვთ სმარტფონი და ჩამოტვირთული გაქვთ ვაიბერი, მიჰყევით ინსტრუქციას.
კოლექციის შესაქმნელად ჩატის მენიუდან გადადით სტიკერებზე, დაინახავთ პლიუსის ნიშანს და დააჭირეთ. გამოჩნდება ველი, სადაც ჩასვამთ გადაღებულ ფოტოს. შეგიძლიათ ფოტო ალბომიდანაც აიღოთ.
შეგიძლიათ დაარედაქტიროთ კიდეც თქვენი სტიკერი, გაადიდოთ/დააპატარაოთ, ამოჭრათ ან სურათი ანიმაციური დეკორაციებით გააფორმოთ.
სტიკერები თქვენს განკარგულებაშია და ჩატში შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუმცა თუ ისეთი სახასიათო სტიკერი გამოვიდა, რომ გინდათ სხვებსაც მისცეთ, უნდა გაასაჯაროოთ, ანუ მისცეთ იგივე public ფუნქცია.
ამ ეტაპზე Viber-ის ახალი ფუნქცია Play Store-ზე იქნება ხელმისაწვდომი. ვისაც აპლიკაცია კომპიუტერში აქვს დაყენებული,ან iOS სისტემას იყენებს უცნობია მათთვის პროგრამა, როდის გახდება ხელმისაწვდომი.