ხაზარაძე ამ ბოლოდ დროს საოცარ რამეებს ამბობს, ანაკლია ფიზიკურ პირებს არ ეკუთვნის - გახარია

16 სექტემბერი 2019, 12:25 1584 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ ანაკლია არცერთ ფიზიკურ პირს არ ეკუთვნის. გიორგი გახარიას თქმით, ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საგანი, რაც კარგი არ არის. 

პრემიერი ამ კომენტარით, მამუკა ხაზარაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ხაზარაძემ თქვა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ინვესტორები პრაქტიკულად კაბინეტიდან გამოაგდო. 

''ყველაფერი იქით მიდის, რომ კონტრაქტი გაგვიწყვიტონ. 12 სექტემბერს მაია ცქიტიშვილმა ჩვენი ინვესტორები, რომლებთან მოლაპარაკებაც თითქმის დასრულებულია, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო. კიდევ კარგი, მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვესწრებოდით იმ შეხვედრას, თორემ ჩვენ დაგვბრალდებოდა. ცქიტიშვილმა პირდაპირ უთხრა, თქვენნაირი ინვესტორი არ გვჭირდებაო'' - თქვა მამუკა ხაზარაძმ. 

​საქართველოს პრემიერ მინისტრი კი ამბობს, რომ ანაკლიას სერიოზული და პასუხისმგებლიანი ინვესტორი სჭირდება.

''ბევრ საოცარ რამეს ამბობს ბატონი ხაზარაძე, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს - წერილიო, ოქმიო. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ არ არის კარგი, როცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საგანი. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, ანაკლია არ ეკუთვნის არცერთ ფიზიკურ პირს, ანაკლია როგორც ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას. 

სახელმწიფო ყველა ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს. ანაკლიას სჭირდება პასუხისმგებლიანი სერიოზული კერძო ინვესტორები, რომელიც სამწუხაროდ არ გვყავს. ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის პრობლემა'' - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი