კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ,,დინამო’’ ბათუმმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. შავიზღვისპირელებმა ,,ანგისის საფეხბურთო ბაზაზე’’ თბილისის ,,ლოკომოტივი’’ 2:1 დაამარცხა. შეხვედრის 35-ე წუთზე ანგარიში ბათუმელთა მხრიდან ვლადიმერ მამუჩაშვილმა გახსნა და ,,დინამომ’’ პირველი ტაიმი მოიგო. მეორე ტაიმში 61-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა სხვაობა ორამდე გაზარდა.71-ე წუთზე ბათუმელებმა საკუთარ კარში გაიტანეს გოლი .
27 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი 55 ქულით პირველ ადგილზეა.ბათუმელთა უახოლესს მდევარს თბილისის ,,დინამოს’’ 51 ქულა აქვს , თუმცა დედაქალაქელებს 2 თამაშით ნაკლები აქვთ ჩათარებული.
შემდეგ მატჩს ,,დინამო’’ ბათუმი 20 სექტემბერს ,,ანგისის ბაზაზე’’ თბილისის ,,საბურთალოს’’ წინააღმდეგ გამართავს.