სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“აჭარაში სიის პირველი ნომერი , ლევან ვარშალომიძის მიერ ხელშეკრულების გაფორმების საკითხს აღარ განიხილავს, ვინაიდან ეს აუდიტის სამსახურის კომპეტენციას აღემატება - განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა. ლაშა თორდიას თქმით, აღნიშნულ შემთხვევაში სადავო არის ბინების უსასყიდლოდ გადაცემის დაპირება, რომელიც აუდიტის სამსახურის კომპეტენციას სცილდება.