მაშველებმა ძაღლი გადაარჩინეს, რომელიც მტკვრიდან ამოსვლას ვერ ახერხებდა

13 სექტემბერი 2019, 11:09 1142 ნახვა

თბილისში, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი იყო ძაღლი და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდა.

"112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად  ძაღლის დასახმარებლად  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფი გავიდა.

მაშველებმა მოტონავის საშუალებით ძაღლი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. ოთხფეხა მეგობარი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში