ხაზარაძე-ჯაფარიძის “ლელო”

12 სექტემბერი 2019, 18:03 1638 ნახვა

11 წლის წანანდელ საქმეზე ბრალდებული ბიზნესმენი, რომელსაც დაყადაღებული აქვს ანგარიშები და შეზღუდული ქვეყნიდან გასვლა - ქვეყნის საკეთილდღეოდ ლელოს დადებას 2020 წლის არჩევნებზე აპირებს.

პოლიტიკურ ველზე მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ბრძოლას ახალ სახეებთან ერთად აპირებს, არ გეგმავენ თანამშრომლობას არცერთ პოლიტიკურ ძალასთან.

მამუკა ხაზარაძისთის პოლიტიკური ინსპირაცია გალაკტიონი და ანაკლიაა.  მთავარი მიზანი კი ერთპიროვნული მმართველობის ჩამოშლა. გუნდურობა, სიყვარული და ერთობა - როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, ასე შეძლებენ საქართველოს გამარჯვებისთვის ლელოს დადებას.

ანაკლიაში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციას ჩემი კოლეგა თეონა ხარაბაძე ესწრებოდა, რომელიც პირდაპირ ეთერში ისაუბრებს მამუკა ხაზარაძისა და მისი გუნდის გეგმებზე.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი