მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველო - სომხეთის საზღვართან დაახლოებით 9 კილომეტრში იყო.
მიწისძვრის ბიძგები 2 წუთის განმავლობაში, ორჯერ განმეორდა. ძლიერი ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა .
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წინასწარი მონაცემებით, თბილისის დროით 20:22 საათზე პირველი მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო. მეორე კი, 20:24 საათზე 4.2. მაგნიტუდა.