პლენარული სხდომის პარალელურად, ხმაური იყო საკანონმდებლო ორგანოსთან. ცხვრები პარლამენტთან, შეძახილები „რუსეთის მონა“ და დეპუტატის უშვერი სიტყვები.
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებსა და ემზარ კვიციანს შორის, შეხლა-შემოხლა მოხდა. აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა შეკრებილებს რამდენჯერმე ხელი დაარტყა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.