მაკო გომურის შეკითხვა მომავალ პრემიერს - გახარია ევროპული საქართველოს კითხვებს პასუხობდა 

06 სექტემბერი 2019, 21:18 1464 ნახვა

გახარია ორი ფრაქციის პირისპირ და ორი განსხვავებული სტრატეგიის მონაწილედ -  „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, რომელმაც დღეს მომავალი პრემიერი კითხვების დასმის შემდეგ ტრიბუნასთან მიატოვა, „ევროპულმა საქართველომ“ „პოლიტიკური დაკითხვა“ არჩია.

თემა - 20 ივნისი, კითხვები ყველაფერზე - გავრილოვის ჩამოსვლიდან ტყვიების გამოყენებამდე. ერთ-ერთი კი ასეთი - შემოუშვებდა თუ არა გახარია გავრილოვისნაირ პირს ისევ საქართველოში - პასუხი შემდეგია „ან შემოვუშვებდი, ან არა.“ გახარიამ საკმაოდ ბევრჯერ თქვა - სიტყვები გააჩნია, არ მახსოვს, არ ვიცი. ამასთან რამდენიმეჯერ მოუხდა ეთქვა  -  დამასრულებინეთ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი