"მე თქვენ დაგასრულებთ, არსად წასვლას არ ვაპირებ" - გიორგი გახარია "ნაციონალურ მოძრაობას" 

06 სექტემბერი 2019, 13:11 6626 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის სხდომაზე, სალომე სამადაშვილმა გიორგი გახარიას საუბარი შეაწყვეტინა და მოსთხოვა პასუხი გაეცა იმ კითხვაზე თუ რატომ არ უშვებდნენ სხდომათა დარბაზში გარეთ მყოფ მოქალაქეებს მათ შორის მაკო გომურს.

აქვს თუ არაა მაკო გომურს უფლება იმყოფებოდეს საქართველოს პარლამენტში?-სალომე სამადაშვილის ამ შეკითხვამ გიორგი გახარიას გაღიზიანება გამოიწვია.

გახარიამ  სამადაშვილს კითხვაზე პასუხის ნაცვლად უთხრა, რომ ის არსად წასვლას არ აპირებდა და რომ ის მათ დაასრულებდა.

"ის რაც აქ ხდება ეს არის ჩვეულებრივი ნაციონალური მოძრაობის სახე, ტყუილი, სიცრუე. როცა ხდება სიმართლის ჩანაცვლება, მოდელირებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება. ამას თქვენ აკეთებდით 9 წელი და ამას თქვენ აკეთებთ დღესაც. მინდა გითხრათ, არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ. დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია.  2020-ში თქვენ დარჩებით ქუჩაში" - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ნაციონალურ მოძრაობას საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი