"რუსეთის მცდელობა, შეცვალოს ისტორიული ფაქტები წარმატებული ვერ იქნება" - ეუთოში ამერიკის ელჩი მხარდამჭერი განცხადება

06 სექტემბერი 2019, 12:19 1515 ნახვა

საქართველოს მხარდამჭერი გაცხადება ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე. ეუთოში აშშ-ის ელჩი ჯეიმს გილმორის განცხადებით,  აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ამერიკელი დიპლომატის თქმით, რუსეთის მცდელობა, შეცვალოს ისტორიული ფაქტები და შექმნას მცდარი ნარატივი, კვლავ ხელყოფს კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას და წარმატებული ვერ იქნება.

აშშ შეშფოთებულია ცნობებით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან, განახლდა ღობეების აღმართვა. მისივე  განცხადებითვe ე.წ. საზღვრის გავლება ეწინააღმდეგება ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებს.აშშ მოუწოდებს  ყველა მხარეს თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია და მუშაობა გააგრძელონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში