Facebook-ს მაჭანკლის ფუნქცია დაემატა

05 სექტემბერი 2019, 19:27 10430 ნახვა

Facebook-ს ახალ ფუნქცია დაემატა, რომლის საშუალებითაც ქსელის მომხმარებლებს ცხოვრების თანამგზავრის მოძებნა შეეძლებათ. 

,,ახალი ფუნქცია დაეხმარება ჩვენს მომხმარებლებს ნამდვილი და ხანგრძლივი ურთიერთობების შექმნაში“ - ნათქვამია მარკ ცუკერბერგის განცხადებაში. 

გაცნობის სამსახური მომხმარებლებს შესთავაზებთ ისეთ კანდიდატებს, რომლებიც მეგობრებში არ ჰყავთ. იქნება სპეციალური ანკეტები, რომლის ნახვასაც მომხმარებლის მეგობრები და მათი ახლობლები ვერ შეძლებენ. 

Facebook-ზე გაცნობის ფუნქცია, ამ ეტაპზე, მხოლოდ აშშ-ში იმოქმედებს. 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი