ბათუმის პორტთან შიმშილობის აქცია შეწყდა

05 სექტემბერი 2019, 11:50 1285 ნახვა

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციასთან  ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი მოშიმშილეებმა შეწყვიტეს. ისინი მიზეზად საზოგადოების მხრიდან პასიურობას ასახებელენ და ამ ეტაპზე პროტესტის უკიდურეს ფორმას აღარ მიმართავენ.  თუმცა პროექტის განხორციელებას ისევ ეწინააღმდეგებიან.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციასთან ქიმიური ტერმინალის მშენებლობის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვას  სატელევიზიო დებატების ფორმატში ითხოვს საზოგადოებრივი მოძრაობა „მწვანე მომავალი საქართველოსთვის" დამფუძნებელი.

ორგანიზაციამ  ნავსადგურის ადმინისტრაციას  წერილობით უკვე მიმართა.  როგორც უწყებაში აცხადებენ, პასუხს წერილის ავტორები კანონით განსაზღვრულ ვადებში მიიღებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი