ბათუმში, ევროპის მოედანზე, ყოფილი პირველი აფთიაქის შენობაზე პრემიერობის კანდიდატის მხარდასაჭერად ბანერი გამოფინეს.
''ჩვენი მხარდაჭერა გიორგი გახარიას'' წერია ბანერზე.
ქალაქის ცენტრში მთავრობის მხარდასაჭერი პლაკატის განთავსების იდეა მერაბ ღოღობერიძეს ეკუთვნის. იგი საჯაროდ აფიქსირებს ხელისუფლების მხარდაჭერას, როგორც სოციალურ ქსელში ასევე სხვადსხვა შეხვედრებზე.
კულტმემკვიდრეობის ძეგლზე გადმოფენილი ბანერის ჩამოსახსნელად ადგილზე, ამ ეტაპზე (18:35) მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არ მისულან. ბანერის ჩამოხსნა ჯერ არც სამართალდამცველებს უცდიათ, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი სახის ბანერის განთავსებას ნებართვა ჭირდება, რაც ამ შემთხვევაში არ ყოფილა გაცემული. ბანერის განთავსების შესახებ, ზედამხედველობის სამსახურმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისგან გაიგო.
გახარიას მხარდამჭერ ბანერს,მოქალაქე ირმა ქობულაძე პომიდვრები დაუშინა და ამ ტიპის მხარდაჭერა პუტინის რუსეთის ტოტალიტარულ რეჟიმს, კომუნიზმს და ბელადომანიას შეადარა. შემდეგ კი ყოფილი აფთიაქის შენობაზე აძვრა და აივნიდან გადმოფენილი გახარია ბანერი ჩამოხსნა.