დეპუტატს ''ქართული ოცნებიდან'' გარიცხვის შესახებ გვიან ღამით შეატყობინეს

02 სექტემბერი 2019, 11:31 1349 ნახვა

დეპუტატ ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა გუშინ დაატოვებინეს. გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრებმა ''ქართული ოცნების'' ოფისში  მიიღეს.

დეპუტატმა გარიცხვის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ ამის შესახებ გუშინ, გვიან ღამით შეატყობინეს. 

''უმრავლესობის აპარატიდან მესიჯი გვიან ღამით მივიღე'' - ამბობს დეპუტატი.

25 ივნისს ბიძინა გეგიძემ თქვა, რომ 20 ივნისის აქციის დაშლაზე პასუხიმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ეკისრება და მის ადგილას გადადგებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი