ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მიიპატიჟა. სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვარშავაში შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის გაძლიერებასა და ერთობლივ მიზნებზე ისაუბრეს.
სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ბულგარეთის პრეზიდენტს, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ესტონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებთან. საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტი სიტყვით გამოვა გამოფენის „50 ქალი საქართველოდან“ გახსნასა და კონფერენციაზე „ქალთა როლი პოლიტიკაში.