საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 10-44 დამარცხდა

01 სექტემბერი 2019, 12:29 1404 ნახვა

საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 10-44 დამარცხდა. თამაში სტუმრების აქტიურობით დაიწყო და მე-6 წუთზე, ზუსტი საჯარიმო დარტყმის შედეგად, ანგარიში 0-3 გახდა. ამას მე-11 წუთზე კიდევ ერთი საჯარიმო მოჰყვა, შემდეგ კი, მე-13 და მე-19 წუთებზე, შოტლანდიელებმა ორი ლელო დადეს და ტაიმის შუალედში ანგარიში უკვე 0-20 იყო სტუმართა სასარგებლოდ. ამის შემდეგ, ქართველმა მორაგბეებმა  რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს.

თუმცა, ანგარიში 32-ე წუთამდე შენარჩუნდა, შემდეგ კი საქართველოს ნაკრებმა ჯარიმის უფლება მიიღო და სოსო მატიაშვილმა ბორჯღალოსნებს პირველი სამი ქულა მოუტანა – 3-20. ტაიმის მიწურულს შოტლანდიელებმა ერთი ჯარიმაც გაიტანეს და პირველი ნახევარი 3-23 დასრულდა სტუმართა სასარგებლოდ. მეორე ტაიმში, მატჩის 47-ე წუთზე, შოტლანდიელებმა კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს, რასაც მასპინძლებმა 58-ეზე უპასუხეს თავიანთი ლელოთი და ანგარიში 10-30 გახდა. ამის შემდეგ, შოტლანდიელებმა ანგარიშის გაზრდა კიდევ ორჯერ, 62-ე და 72-ე წუთებზე მოახერხეს და ანგარიში 10-44 გახდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი