სახალხო დამცველი ქედის საკრებულოს დეპუტატს მიმართავს

31 აგვისტო 2016, 00:00 3578 ნახვა

საქართველოს სახალხო  დამცველი ეხმიანება 2016 წლის 26 აგვისტოს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ, ქალებს სხდომათა დარბაზის დატოვება მოსთხოვეს. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირების აუცილებელი წინაპირობაა; საკრებულოს სხდომათა დარბაზი არის პოლიტიკური ფორუმი, სადაც მიმდინარეობს პოლიტიკური დებატები და რომელში მონაწილეობის უფლება აქვს საკრებულოს ყველა წევრს, მათი სქესის მიუხედავად. დაუშვებელია, მამრობითი სქესის წარმომადგენელი დეპუტატების მიერ პოლიტიკური ფორუმი აღქმული იყოს როგორც პირადი სივრცე, სადაც შეეძლებათ ქალებს პოლიტიკური დებატების დატოვება მოსთხოვონ. შესაბამისად, ვერანაირი მიზეზი ვერ გაამართლებს ქალების დარბაზიდან გასვლის მოთხოვნას. სახალხო დამცველი მიმართავს ქედის საკრებულოს დეპუტატ ბაქარ ბარამიძეს, მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური განცხადებებისგან; ასევე მოუწოდებს ქედის საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან ცინცაძეს, თავი შეიკავოს გენდერული სტერეოტიპების შემცველი განცხადებებისაგან, აღმოფხვრას მსგავსი მოწოდებები საკრებულოს სხდომებზე და ხელი შეუწყოს თანასწორი გარემოს ჩამოყალიბებას. 

ამავე კატეგორიაში