საქართველოს შემდეგ ბრიტანეთი-თიბისი ბანკის დამფუძნებლების განცხადებით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბრიტანეთს ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში მიმართა და მათი ფინანსების შესწავლა სთხოვა. მისივე თქმით, ქართულმა სასამართლომ უკვე მიიღო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება, რადგან არ გადაუმოწმებია არის თუ არა საფუძვლიანი პროკურატურის მოთხოვნა.
ხაზარაძე-ჯაფარიძეს, ამ ინფორმაციის გავრცელების გამო, სიცრუეში ადანაშაულებს. ამ ფონზე კი, მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს სთავაზობს, რომ ტელევიზიაში ღიად ისაუბრონ, რადგან ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაგროვდა. ხაზარაძემ ისაუბრა მის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობაზეც და ანგარიშების დაყადაღება, სწორედ მის პოლიტიკაში მოსვლას დაუკავშირა.