შეხვედრა ბათუმელ მხატვრებთან

31 აგვისტო 2016, 00:00 3857 ნახვა

შეხვედრა ბათუმელ მხატვრებთან-აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე ბათუმელ მხატვრებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. რეგიონში მოღვაწე მხატვრები ამბობენ, რომ ისინი არ არიან იმ პროექტებში ჩართული, რომლებიც ბათუმში ხორციელდება, რაზეც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ნათია სირაბიძის თქმით, აღნიშნული პრობლემა კომუნიკაციის ნაკლებობით არის გამოწვეული და მომავალში უწყება გაითვალისწინებს აღნიშნულ შენიშვნას.  

ამავე კატეგორიაში