აჭარის მუზეუმსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

26 აგვისტო 2019, 18:39 1507 ნახვა

აჭარის მუზეუმსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. აჭარის ზღვისპირა ფსკერზე სადაზვერვო ექსპედიციის დაწყება იგეგმება.  

 ექსპედიციაში მონაწილეობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული თანამედროვე სკანერით აღჭურვილი საზღვაო ხომალდი მიიღებს. ცნობისთვის,  რამდენიმე წლის წინ ქობულეთში, ფიჭვნარის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაზვერვო ექსპედიციის დროს ძველი გემის ნაწილები აღმოაჩინეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში